ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ნინო ქათამაძის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. საღამოზე შესრულდა კომპოზიციები ახალი ალბომიდან. კონცერტი ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია "ევროპა დონას" მიეძღვნა.