“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა, რუსთაველებისთვის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას უთხრეს უარი“, - ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.როგორც რუსთავის მერმა განაცხადა, საკრებულოში, სწორედ მოსახლეობასთან შეხვედრებისა და მათი მოთხოვნების შესაბამისად იქნა სხვადასხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები ინიცირებული, თუმცა ოპოზიციურმა პარტიებმა რომლებიც უმრავლესობით არიან წარმოდგენილი, ამ ცვლილებების შეტანაზე რაღაც გაუგებარი მიზეზით უარი თქვეს.