სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საკრებულოს წევრის ილია ჯიშკარიანის საქმესთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ პირველადი საგამოძიებო მოქმედებები დაგვიანებით ჩატარდა და უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძეს დებატებში იწვევს.
მანვე უპასუხა კითხვას თამთა თოდაძის ადვოკატის თამარ ლუკავას განცხადებაზე, რომლის თანახმადაც უნდა დაიკითხონ პოლიციის თანამშრომლები, ვინც პირველი მივიდნენ შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღების შემდგომ.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, მასაც რჩება შთაბეჭდილება, რომ შემთხვევის პირველადი დათვალიერება დაგვიანებით მოხდა და ამის გამო შეიძლება მთელი რიგი მტკიცებულებები წაიშალა, ან განადგურდა, ან არ იქნა ამოღებული.