სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას განცხადებით ყველაზე მარტივი და სწორი გამოსავალი იქნება, რომ შალვა თადუმაძემ მიმართოს იმ კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც დაადგენს დიპლომის ნამდვილობას და ხარისხს. მისი თქმით, განათლების სამინისტროში არსებობს სსიპ, სადაც შესაძლებელია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადგენა. მან ასევე გამოძიების ობიექტურობაზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ხარისხის მართვის სააგენტომ არ დაადასტურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხილული მოსამართლეობის კანდიდატის დიპლომი, მაგრამ კანდიდატებმა შეძლეს და სასამართლოს გზით დაადასტურეს ამ დოკუმენტების ნამდვილობა.