სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი წინასაარჩევნო გარემოს აკვირდება და ძალადობრივ ქმედებებზე შესაბამისი რეაგირება ექნება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, წინა წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ საარჩევნოდ გამოვლენილი ძალადობრივი ქმედებების გამო არავინ დასჯილა.
ნინო ლომჯარია მედიასაშუალებებს მიმართავს, წინასაარჩევნოდ არ გამოიყენონ ქსენოფობიური, ჰომოფობიური მასალა და სიძულვილის ენის ტირაჟირებას ერიდონ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მედიას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ფაქტების სწორად გაშუქების თვალსაზრისით.