ნინო შუბლაძეს „რუსთავი 2“-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. არხზე დაბრუნებასტან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ჟურნალისტი ფეისბუქში ეხმაურება და წერს, რომ „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობისგან შეთავაზება მიიღო, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. “მეორე დღეა ვუყურებ სრულ ისტერიას. ოდესმე ამ შოკიდანაც ალბათ გამოვალ. ენას ძვალი არ აქვს, თუმცა ვინც მიცნობს, ზუსტად იცის, არასოდეს არც მორალურ ზღვარს გადამიბიჯებია ადამიანებთან, ჩემს კოლეგებთან ურთერთობაში, მიუხედავად იმისა, რომ მარტივი წლები არ გაგვივლია ერთად. არც ახლა გადავალ ამ ზღვარს“, - წერს ნინო შუბლაძე.