შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გამართულ სხდომაზე, უეფას ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარის რანგში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიიღო მონაწილეობა. უეფას აღმასკომის სხდომაზე სხვადასხვა აქტუალური თემა განიხილეს, მათ შორის: 2022 წლის ფიფას მსოფლიო თასის ევროპის ზონის საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატი და პლეიოფი. 2020/21 უეფას ერთა ლიგის გათამაშების ფორმატი და აგრეთვე ფუტსალის, ქალთა ფეხბურთისა და სამსაჯო საკითხები. უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მომდევნო სხდომა 2020 წლის 2 მარტს ამსტერდამში შედგება, 3 მარტს კი ჰოლანდიის დედაქალაქში უეფას რიგით 44-ე კონგრესი ჩატარდება.