ვირუსი - არაუჯრედოვანი აგებულების 20-დან 300 ნანომეტრის ზომის მიკროსკოპული ნაწილაკია, რომელიც წარმოიქმნება უჯრედებში და აინფიცირებს ყველა ტიპის ორგანიზმებს. მისი სახელწოდების ლათინური ძირი თარგმანში შხამს ნიშნავს. ვირუსების სხვადასხვა სახეობა დედამიწის თითქმის ყველა ეკოსისტემაშია აღმოჩენილი. მათი გავრცელების ფორმებისა და საშუალებების გამო საუკუნეების განმავლობაში მეცნიერები არ წყვეტენ მათ შესწავლას და მუშაობას იმ დაავადებებთან საბრძოლველად, რომელთაც კაცობრიობას რამდენიმე მასშტაბური დარტყმის გამო უზარმაზარი ზარალი მიაყენა.
იყო თუ არა მედიცინა მზად მაშინ და ახლა იმისათვის, რომ გამკლავებოდნენ ვირუსების გავრცელებას - ამის შესახებ შეგვიძლია ბუნდოვანი მსჯელობით მივყვეთ იმ ისტორიულ ფქტებს, რაც სხვადასხვა წყაროებმა შემოგვინახა. საგულისხმოა ის, რომ ვირუსის, როგორც დაავადების ფორმის გავრცელება ძალიან სწრაფად ხდება, რამდენიმე ძირითადი ფაქტორის გამო და მათგან თავდაცვის საშუალებებს შორის ზოგიერთი ატრიბუტი უცვლელად პირველად ჩამონათვალშია. დღევანდელ გადაცემაში გადავხედავთ წარსულს და გავიხსენებთ რამდენიმე პანდემიურ პერიოდს როდესაც კაცობრიობას ურთულეს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან გამკლავების სხვადასხვა ხერხები და მეთოდები ჰქონდა რაც სამწუხაროდ დღესაც აქტუალურ თემად რჩება.