საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დანით შეიარაღებული მამაკაცის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დაჭრილია, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. ზოგიერთი მედია საშუალების ინფორმაციით, თავდამსხმელმა ერთ-ერთ დაღუპულ ქალს თავი მოკვეთა. თავდასხმას, რომელიც ნიცაში მდებარე ნოტრ-დამის ტაძარში განხორციელდა, ქალაქის მერმა კრისტიან ესტროსიმ ტერორისტული აქტი უწოდა.
„მსურს დაგიდასტუროთ, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ეს იყო ტერორისტული აქტი”, - განაცხადა მერმა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია.