კომპანია Intercontinental Exchange (ICE), რომელიც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის მფლობელია, გამოდის წინადადებით შეიძინოს მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინტერნეტ რითეილერი კომპანია eBay, 30 მილიარდ დოლარზე მეტად. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
მათი ინფორმაციით, კომპანიას ეს გეგმა დიდი ხანია აქვს და შესყიდვის წინადადება eBay-ისთვის არაერთხელ გაუკეთებია. ბირჟის მფლობელი საცალო ონლაინ სავაჭრო პლატფორმის მიმართულებით ღირებული აქტივების შეძენით არის დაინტერესებული. ამ დროისთვის eBay-ის საბაზრო ღირებულება 28 მილიარდი დოლარია, კომპანია კი მზადაა მეტი გადაიხადოს.
პუბლიკაციაში წერია, რომ მხარეებს მოლაპარაკებები ჯერ არ დაუწყიათ. eBay შეთავაზებას სწავლობს, თუმცა, საკუთარი პოზიცია ჯერ არ დაუდასტურებია.
აღსანიშნავია, რომ ამ პუბლიკაციის გამოჩენის შემდეგ, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე eBay-ს აქციებზე ფასმა 34დოლარიდან და 39 ცენტიდან 38 დოლარამდე და 73 ცენტამდე აიწია.