23 მარტიდან ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა მხოლოდ ელექტრონულად გაიმართება. ამის მიზეზი კი კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებაა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად ბირჟა ავრცელებს.აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობისას ბირჟაზე მთავარმა ამერიკულმა ინდექსებმა ღირებულების 5-6% დაკარგეს, Dow Jones-მა დაკარგა 6,28%-ით; S&P 500-მა 5,17%-ით, ხოლო Nasdaq-მა 4,7%-ით გაუფასურდა.