ნიუ-იორკში ბორანის ნავსადგომზე შეეჯახების შედეგად 30 ადამიანი დაშავდა. ქალაქის სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ბორანის მძღოლმა დავსადგომზე გაჩერება სცადა. ადგილობრივი მედიის ცნობით დაშავებულთაგან მძიმე მდგომარეობაში არავინაა. ავარიის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.