ნიუ-იორკის პოლიციამ მანჰეტენზე აქციის 18 მონაწილე დააკავა,- ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, დემონსტრანტები ე.წ. „კომენდანტის საათის“ დარღვევის ბრალდებით არიან დაკავებულები. აღსანიშნავია, რომ საპროტესტო აქციები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს აშშ-ის იმ ქალაქებში, სადაც „კომენდანტის საათი“ მოხსნილია. მედიის ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში არავინ დაუკავებიათ ატლანტაში, ჯორჯიის შტატში, სადაც საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან სულ 352 ადამიანია დაკავებული. სამართალდამცავებს ხელი არ შეუშლიათ ვაშინგტონში, თეთრ სახლთან შეკრებილი დემონსტრანტებისთვისაც, რომლებმაც მარტში პოლიციის მიერ მოკლულ ბრეონა ტეილორის ხსოვნას პატივი მიაგეს.