სხვა დანარჩენი მცენარეებისგან განსხვავებით, ყველა პარკოსანს ფესვებზე აქვს ბაქტერიები, რომლებიც ჰაერიდან იღებენ აზოტს, დანარჩენი მცენარეები კი ნიადაგიდან. აზოტი უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმისთვის, ის არის საშენი მასალა, რომლისგანაც ცილები წარმოიქმნება. სწორედ ცილებია პარკოსნების ყველაზე ღირებული შემადგენელი ნაწილი, თუმცა აღნიშნული ცილების ბოლომდე ათვისებას ორგანიზმი ვერ ახერხებს და ცხოველური ცილებისგან განსხვავებით, პარკოსნებიდან მიღებული ცილების მხოლოდ 80 პროცენტი შეიწოვება. მიუხედავად ამისა, იმ ადამიანებისთვის, ვინვ არ იღებს ცხოველურ ცილებს, მცენარეული ცილები უმნიშვნელოვანესია. ცილების რაოდენობით პარკოსნები განსხვავდება. მაგალითად წითელ ლობიოში დაახლოებით 10-ჯერ მეტი ცილაა, ვიდრე ბარდაში, ასევე მეტია ლობიოში უხეში ბოჭკოები და გლუტამინის მჟავები, რომელიც სხვა დადებით მოქმედებებთან ერთად, ტვინის მუშაობას უწყობს ხელს. ლობიოში ბევრია რკინაც. ლობიოში არსებული ნივთიერება არგენინი, დაბლა წევს სისხლში შაქრის შემცველობას, ამიტომ ის განსაკუთრებით რეკომენდირებულია დიაბეტიანი პაციენტებისთვის.
ბარდის სახეობებს შორის კი ყველაზე მეტი ცილა გამომშრალ ბარდაშია, ამიტომ თუ ბარდას მასში ცილის შემცველობის გამო იღებთ, უმჯობესია გამომშრალი შეიძინოთ და თავად მოხარშოთ. თუმცა ასეთ შემთხვევაში მასში არ იქნება ვიტამინები. სამაგიეროდ შენარჩუნებულია ვიტამინები ნედლადდაკონსერვებულ ბარდაში, გაითვალისწინეთ, მწვანე ბარდაში მეტი ცე და ა ვიტამინებია, ყვითელში კი მეტია კალიუმი, კალციუმი და ფოსფორი. ზოგადად პარკოსანი მცენარეები მდიდარია ბე პირველი, ბე მეორე, ბე მეოთხე, ბე მეექვსე და ბე ცხრა ვიტამინებით, ასევე პეპე ვიტამინით, თუმცა მასში არსებული გარკვეული ნივთიერებები ხელს უშლის ბე 12, ე და ცე ვიტამინების შეწოვას. ამიტომ აღნიშნული პროდუქტების მომზადებისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ რჩევები, რომ ეს უარყოფითი თვისება არ გამოვლინდეს. მაგალითად იაპონიაში, ისიკავას უნივერსიტეტში მეცნიერებმა ბარდაში განსაკუთრებული ნივთიერება აღმოაჩინეს, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს და ხელს უშლის პათოგენური მიკრობების განვითარებას. პარკოსნებში არ არის ამინომჟავა მეთიონინი, რომელიც მაგალითად ხორცშია. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ნივთიერება აუცილებელია ორგანიზმისთვის, პროდუქტში მისი დეფიციტი ერთის მხრივ დადებითი ფაქტორიცაა, რადგან მეთიონინი ხელს უწყობს სისხლში თრომბების წარმოქმნას, მისი სიმცირე კი ბევრი მეცნიერის მტკიცებით ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას.