ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში პოლონელმა ავტორმა ოლგა ტოკარჩუკმა და ავსტრიელმა პიტერ ჰანდკემ მიიღეს, მათგან ერთს 2019-ის მეორეს კი 2018 წლის ჯილდო მისცეს, ვინაიდან გასულ წელს აღნიშნულ დარგში პრიზი არავისთვის გადაუციათ.
ტოკარჩუკი პოლონეთში წამყვანი ნოველისტია, მას ნობელის პრემია ნარატიული წარმოსახვის გამო გადასცეს, რომელიც წარმოაჩენს საზღვრების გადალახვის მნიშვნელობას. მისი ნამუშევრები ცნობილია როგორც გავლენიანი და ინოვაციური.
რაც შეეხება პიტერ ჰანდკეს, იგი ასევე ცნობილი რომანების ავტორია ავსტრიაში. მას არაერთი საერთაშორისო ჯოლდო აქვს მოპოვებული.