ნობელის პრიზი მშვიდობის დარგში ეთიოპიის პრემიერ-მინისტრმა, აბი აჰმედმა მიიღო. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს. მას პრიზი "მშვიდობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის დარგში" გაწეული სამსახურისთვის გადასცეს.
შეგახსენებთ, გასულ წელს, ეთიოპიამ, მეზობელ ერითრიასთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რითაც 20- წლიანი კონფლიქტი დაასრულა. აბი აჰმედი მე-100 ადამიანია, რომელმაც მშვიდობის დარგში ნობელის პრიზი მოიპოვა. მას ჯილდო, რომელიც დაახლოებით 900 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს, დეკემბერში, ქალაქ ოსლოში გადაეცემა.