2020 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი ლარითა და 80 თეთრით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 189 ლარსა და 50 თეთრს შეადგენდა, მაშინ როცა ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 187 ლარი და 70 თეთრი იყო.
2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 6 ლარითა და 10 თეთრით არის შემცირებული.
„საქსტატის“ მონაცემებით, ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით 3 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 317 ლარი და 90 თეთრი ლარი გახდა. ოქტომბერში ეს თანხა 314 ლარსა და 90 თეთრს შეადგენდა. რაც შეეხება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, შარშან ნოემბერში საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 328 ლარი და 10 თეთრი იყო.