ეროვნული ბანკის მონაცემებით, ნოემბერში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა 12.5%-ით გაიზარდა.
კერძოდ, 2020 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 169 მილიონ 900 ათასი დოლარი ანუ 562 მილიონ 300 ათასი ლარი შეადგინა, რაც 12.5%-ით ანუ 18 მილიონ 900 ათასი დოლარით მეტია 2019 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
სებ-ის ცნობით, 2020 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 21 მილიონ 900 ათასი დოლარი ანუ 72 მილიონ 400 ათასი ლარი გადაიგზავნა, რაც 2019 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.1%-ით ნაკლებია.