ბრაზილიის ხელისუფლებასთან უთანხმოების გამო ნორვეგიამ ამაზონის ტროპიკული ტყეების გადასარჩენად დაფინანსების გამოყოფა დროებით შეაჩერა. ამის შესახებ სტატიას „გარდიანი“ ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ნორვეგიის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ამაზონის ჯუნგლებში ხეების მოჭრის ტემპი შეჩერების ნაცვლად, გაზარდა.
აღსანიშნავია, რომ ნორვეგიის პოზიციას გერმანიის ხელისუფლებაც იზიარებს. ისინი იმედს გამოთქვამდნენ, რომ ფინანსური დახმარების სანაცვლოდ ბრაზილიის პრეზიდენტი ამაზონის ტროპიკული ტყეების გაჩეხვას შეაჩერებდა, თუმცა მათი ვარაუდი არ გამართლდა.
ცნობისთვის, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საერთო ჯამში, ნორვეგიამ ამაზონის ჯუნგლებში ტროპიკული ტყეების გადასარჩენად 1 მილიარდ 2 მილიონი დოლარი გამოყო.