ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მომღერალი ნუკრი კაპანაძე მსმენელს შეხვდა, ნოსტალგიური საღამო კარგად ნაცნობი და საყვარელი ჰიტებით კლუბ "ნამბერ 13"-ში გაიმართა. კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა, სცენაზე კი მაყურებელმა ნუკრის მეგობრებიც იხილა მათ შორის ეკა მამალაძე, თემურ თათარაშვილი და ზვიად ბოლქვაძე. საღამოს მუსიკალურად ნინო გულიაშვილი აფორმებდა.