გახმაურებული სკანდალის მიუხედავად სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ბადეში შეიყვანეს. კენჭისყრის შედეგები ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ჯოკოვიჩი ტურნირზე პირველი ნომრითაა განთესილი და პირველ წრეში თანამემამულეს, მიომირ კეცმანოვიჩს შეხვდება.ჯოკოვიჩი-კეცმანოვიჩის მატჩი 17 იანვარსაა ჩანიშნული.
ჯოკოვიჩს, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არაა აცრილი, ავსტრალიაში შესვლისას პრობლემები შეექმნა, თუმცა, სასამართლომ დაადგინა, რომ ავსტრალიის მთავრობის გადაწყვეტილება ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ვიზის გაუქმების შესახებ არაგონივრული იყო. სპორტსმენი იმედოვნებს, რომ მომავალ კვირას ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული გახდება.