23:13
3 ივნისი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
ნუ დაკარგავთ დროს შეჭრასა და გადაპარსვაში, რაც შეიძლება მალე მიმართეთ დერმატოლოგს - როდის ხდება ბავშვებში თმის ცვენა საშიში?
28-12-2018

5-6 წლის ბავშვს შეიძლება, თმის ცვენა დაეწყოს. დააკვირდით, სავარცხელზე, აბაზანაში ან ბალიშზე მეტისმეტად ბევრი თმა ხომ არ რჩება?  თმის განვითარების პროცესი 3 ფაზას გადის. ზრდის ფაზას 2-დან 6 წლამდე პერიოდი სჭირდება . შემდეგ მოკლე, სამკვირიანი გარდამავალი სტადია დგება, როცა თმის ფოლიკული დეგენირდება. დასკვნით ფაზაში, რომელიც 3 თვეს გრძელდება, ფოლიკული კვდება, ძველი თმა ცვივა და ახლის ამოსვლა იწყება.

ბავშვს ისევე როგორც ზრდასრულს თმის 80-90% ზრდის სტადიაში აქვს, 5% - გარდამავალში, 10-15% - ბოლო ფაზაში. შესაბამისად, ყოველდღიურად 50-150 ღერი თმა გვცვივა, რაც სავსებით ბუნებრივი და ჯანსაღი პროცესია.


თმის უფრო აქტიური ცვენა, რაც ნორმიდან გადახვევას წარმოადგენს, საკმაოდ ბევრ ბავშვს აღენიშნება. ამის მიზეზი შეიძლება ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ორგანული დაავადებები ან ვიტამინების ნაკლებობა გახდეს. თუ შენიშნეთ, რომ ბავშვს ზომაზე მეტი თმა ცვივა, რაც შეიძლება მალე მიმართეთ დერმატოლოგს. ნუ დაკარგავთ დროს თმის მოკლედ შეჭრასა და გადაპარსვაში. თმის ცვენის პრობლემებს მისი დამოკლებით ვერაფერს უშველით.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები