შესაძლოა, რთული შესასრულებელი იყოს, მაგრამ ძილის წინ ტელეფონში მეილების შემოწმება, სოციალური ქსელის კედლის თვალიერება და სხვა აქტივობები, უმჯობესია შეწყვიტოთ. სმარტფონები ლურჯ შუქს ასხივებენ, რისი დანახვაც დღისითაც შესაძლებელია, მაგრამ ღამით, თქვენი გონება "იბნევა", რადგან ტელეფონის სინათლე მზის შუქის მსგავსია. ამის შედეგად თავის ტვინი მელატონინის (გავლენას ახდენს სასქესო ჯირკვლების ფუნქციაზე) გამოყოფას წყვეტს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ჰორმონი ძილის სტიმულირების ფუნქციაზეც პასუხისმგებელია.
სწორედ ამიტომ, ტელეფონის სინათლე თქვენი ძილის ციკლს არღვევს და პოტენციურად, ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს.