14:18
24 იანვარი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
ნუ გაგიკვირდებათ, ერიდეთ ყავის სმას ცხელ ამინდში! - რა უკუპროცესები ვითარდება სიცხეში?
25-07-2019

ზაფხულში, როდესაც ტემპერატურა იშვიათად ეცემა 20 გრადუსზე ქვევით, ორგანიზმის გაუწყლოების მიზეზად ხშირად გვევლინება სასმელები, მათ შორის ბევრისათვის საყვარელი ყავაც. ნუ გაგიკვირდებათ, ყავის სმას ცხელ ამინდში უნდა ერიდოთ! ყავა შარდმდენი თვისებით გამოირჩევა და ორგანიზმს ტენიანობას აკლებს. ამის გამოა, რომ თურქეთსა და საბერძნეთში ფინჯან ყავასთან ერთად აუცილებლად ჭიქა წყალიც მიაქვთ სტუმრებისთვის.

ყავის გარეშე ბევრს ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, თუმცა, გირჩევთ, ზაფხულში მაინც რამდენადმე შეამციროთ მისი დალევა. ყავა ყველა შემთხვევაში ორგანიზმის გაუწყლოებას იწვევს, გაუწყლოებით კი უპირველესად ტვინი და გული ზარალდება, ვითარდება სისუსტის შეგრძნება, აპათია, ირღვევა აზროვნებითი ფუნქციები. ადამიანს ჰგონია, რომ ყავის დალევით ერთგვარად გამოფხიზლდება და ტონუსს მოიმატებს, მაგრამ სიცხეში სრულიად სხვა პროცესები ვითარდება და უკუეფექტი მიიღება!

ასე რომ, ცხელ დღეებში ერიდეთ ყავის დალევას, სვით მეტი წყალი, კომპოტი და ახალგაწურული წვენი!

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები