საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტმა ნუცა მახვილაძის სახელობის ტურნირი დაიწყო. ტურნირში მონაწილეობას მთელი საქართველოდან 9 კლასიდან 12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები მიიღებენ.დებატების ეროვნული ტურნირის საკამათო თემა ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარის აწევა იქნება. ტურნირი 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.