ადამიანების გარკვეულ ნაწილს ჭარბი ოფლიანობის პრობლემა აწუხებს, რომელიც დისკომფორტს უქმნის და ხშირად ნევროზის განვითარების მიზეზიც ხდება. ოფლის გამოყოფას სიმპათიკური ნერვული სისტემა არეგულირებს და ეს პროცესი თერმომარეგულირებელ როლს ასრულებს.
ჰიპერჰიდროზი ფიზიოლოგიურიც შეიძლება იყოს და პათოლოგიურიც.ფიზიოლოგიური ჰიპერჰიდროზი წარმოადგენს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას და იცავს ორგანიზმს გადახურებისაგან.ჭარბი ოფლდენა შეიძლება განვითარდეს რეფლექტორულად ემოციური განცდების დროს, ტკივილის, ცხელი ან ცხარე საკვების მიღების ფონზე. ასევე მჭიდრო, სინთეტიური მასალისაგან დამზადებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელის ტარებისას.

ყველაზე ხშირად იღლიების, ხელის და ფეხის გულების ჰიპერჰიდროზი გვხვდება, რადგან ამ მონაკვეთებში საოფლე ჯირკვლების ყველაზე დიდი კონცენტრაცია აღინიშნება.
იღლიების ოფლიანობის დროს მკურნალობა გულისხმობს კანის ხშირ დაბანას , ისეთი ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც ოფლის დაშლას უშლიან ხელს , ასევე დეზოდორანტების მოხმარებას, რომლებიც აქრობენ ოფლის დაშლის შედეგად წარმოქმნილ სუნს და ხელს უშლიან ოფლის წარმოქმნას. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ასეთი პროდუქციის მოხმარებით სასურველ შედეგს ვერ ვიღებთ.