საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მიმდინარე სამუშაოების გამო, შესაძლოა, დაფიქსირდეს ოდორანტის მცირე სუნი. "გაცნობებთ, რომ ნავთლუღის გაზგამანაწილებელ სადგურში, მიმდინარე წლის 28 თებერვალს, ხორციელდება ოდორიზაციის ახლად დამონტაჟებული ავტომატიზებული კვანძის სატესტო რეჟიმში მუშაობა. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, შესაძლოა, დაფიქსირდეს ოდორანტის მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო, მოსახლეობას ბოდიშს უხდის", - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.