ოფიციალური თბილისი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმსა და არჩევნებს აპროტესტებს. პოლიტიკურ სპექტრში ამ საკითხზე კომენტარები გაკეთდა. განცხადება გააკეთეს საქართველოს პრეზიდენტმა, მტავრობის წევრებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა. საგარეო უწყებამ ეს პროცესი ანექსიისაკენ დადგმულ ნაბიჯი უწოდა. პრეზიდენტის განცხადებით კი ე.წ. რეფერენდუმიი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირეულ პრინციპებს. ცხინვალის რეგიონისთვის ალანიის სახელის მინიჭების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმი 9 აპრილს ჩატარდა.
იხილეთ:
ე.წ. სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი