24 აგვისტოს ბუტა რობაქიძის დაბადების დღეა. 2004 წელს პოლიციის მიერ მოკლული რობაქიძე 34 წლის გახდებოდა. მის საფლავზე მისი ოჯახის წევრები და ახლობლები მივიდნენ და ბუტა რობაქიძე გაიხსენეს. როგორც ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე ამბობს, მისი შვილის საქმე ბოლომდე გამოძიებული არ არის და „ის ხალხი არ არის დაკითხული, რომლებიც უნდა დაიკითხონ“. ამასთან რობაქიძე იმედოვნებს რომ გამოძიება საქმეს ბოლომდე მიიყვანს და საქმეში დამნაშავე ყველა პირს დასჯის.