ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულზეა. ნიუ-იორკის Comex-ის საფონდო ბირჟაზე ერთი უნციის ღირებულებამ 2 ათას 60 დოლარს მიაღწია. Goldman Sachs-ის-ის პროგნოზით, ფასის ზრდა კიდევ გაგრძელდება და მომავალი 12 თვის განმავლობაში ერთი უნციის ღირებულება 2 ათას 300 დოლარს მიაღწევს.~
ცნობისთვის, პირველად 2 ათას დოლარიანი ნიშნული ოქროს ფასმა 2020 წლის 31 ივლისს გადალახა. მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა მეორე კვარტალში შტატების მთლიანი შიდა პროდუქტის 32,9%-იანი კლების შესახებ გამოქვეყნდა ინფორმაცია.~როგორც „მსოფლიოს ოქროს საბჭო“ აცხადებს, ოქროს ფასსა და მასზე მოთხოვნაზე გავლენას მხოლოდ ინვესტორები ახდენენ და არა იუველირები ან ცენტრალური ბანკები. ინვესტორები ოქროს ყიდულობენ იმის იმედად, რომ ოქროზე ფასი კიდევ უფრო გაიზრდება მას შემდეგ, რაც ამერიკის ცენტრალური ბანკი 1 ტრილიონი დოლარის ჩადებას დაიწყებს ეკონომიკის მხარდაჭერისთვის.
ოქრო ძვირდება საქართველოშიც. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ოქროს ბირჟაზე განუცხადეს, წლის დასაწყისიდან დღემდე ერთი გრამი ოქროს ფასი დაახლოებით 25-დან 35 ლარამდე გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, თუ წლის დასაწყისში 583 სინჯის გრამი ოქრო 80-85 ლარი ღირდა, დღეს მისი ფასი 108-110 ლარია. 999 სინჯის ერთი გრამის ღირებულებამ კი 195-200 ლარს მიაღწია, მაშინ, როდესაც წლის დასაწყისში მაქსიმუმ 160 ლარი ღირდა.