ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ოქროს კონტრაბანდის 5 ფაქტი გამოავლინა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საერთო ჯამში ამოღებულია 4 590 გრამი ოქრო და ოქროს ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულება 429 000 ლარს შეადგენს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.