მიმდინარე წლის ოქტომბერში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტმა 282 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური თვის მონაცემს ორჯერ აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბიუჯეტის შემოსავლები 3,2%-ით შემცირდა. ამასთან გადასახადებიდან შემოსულობები 3%-ით 238 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ხარჯები კი 37,3%-ით 521 მილიარდ 769 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
2020 ფინანსური წლისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის უარყოფითი სალდო 3,2-ჯერ გაიზარდა და რეკორდული 3 ტრილიონ 132 მილიარდი დოლარი შეადგინა.აშშ-ის ბიუჯეტის უარყოფითმა სალდომ პიკურ მაჩვენებელს 1943 წელს მიაღწია, როცა მშპ-ს 27%-ს შეადგენდა.