2020 წლის ოქტომბერში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ 52 ათას 19 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 93.4%-ით ნაკლებია. საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები მოიცავს როგორც ტურისტულ, ისე არატურისტული მიზნით განხორციელებულ ვიზიტებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ოქტომბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან შემოვიდა. უფრო კონკრეტულად, გასულ თვეს თურქეთიდან 19 ათასამდე ვიზიტი, სომხეთიდან - 9 ათას 428, ხოლო რუსეთიდან საქართველოში სულ 4 ათას 346 ვიზიტი განხორციელდა.