გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე, 23 აპრილს დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია „პალიტრა ნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. ცნობისთვის, ნიქოზის მცხოვრებლები, გაბრიელ მელანაშვილი და თამაზ მჭედლიძე, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ, როცა საოკუპაციო ძალების ე.წ. მესაზღვრეებმა აიყვანეს. ისინი ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.