გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 190 ადამიანს ჩაუტარდა და კორონავირუსი 32 პაციენტს დაუდასტურდა. ექვს კოვიდცენტრში მკურნალობს 86 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათგან 14-ის მდგომარეობა მძიმეა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი. პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 197 პაციენტი.
სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 12 777 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 12 112 პაციენტი.