ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმის მოადგილის ანა გაგლოევას ინფორმაციით დაინფიცირებული პირებიდან ერთი მედიკოსია, ორი კი - სამხედრო სასწავლებლის კურსანტი.
ცნობისათვის, ოკუპირებიულ ცხინვალში 6 მაისიდან, ანუ იმ დღიდან, როცა რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, კორონავირუსით 45 ადამიანი დაინფიცირდა. 31 მათგანი უკვე გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაწერეს.