ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოსთან ე.წ. საზღვარს დროებით კეტავს. ამის შესახებ ნათქვამია დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. „სკოლებში გამოსაშვები საღამოების დროს უსაფრთხოების ზომების გაძლიერებასთან დაკავშირებით, 25 მაისის 20:00 საათიდან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის საზღვრის გადაკვეთის პუნქტებზე არ განხორციელდება მოქალაქეების გაშვება“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პუნქტები მუშაობას 26 მაისის 08:00 საათიდან განაახლებენ.