ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მილიციამ აფთიაქებს ქართულწარწერიანი მედიკამენტები ჩამოართვა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შემოწმება ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამსახურის თანამშრომლებმა ჩაატარეს. დე-ფაქტო მილიციამ აფთიაქებს ჩამოართვა "ვალტარენი", "ფლუკოლდი", "კრესტორი", "ჰემორალი", "კოლხური", "ტოლარინ პუსი" და სხვა მედიკამენტები.
სააგენტო, "კომინფი" წერს, რომ სააფთიაქო დაწესებულებების შემოწმება ე.წ. მთავრობის დადგენილების შესაბამისად ჩატარდა, რომელიც ქართული წარმოების მედიკამენტების რეალიზაციის ჩახშობას ისახავს მიზნად.