ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელიოსუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შეტანილი წამლები ამოიღეს. აღნიშნულ ინფორმაციას ე.წ. ოსური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით ე.წ. სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა დე ფაქტო სამინისტროს ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ცხინვალის აფთიაქიდან "უკანონო ბრუნვაში" არსებული სამედიცინო პრეპარატები ამოიღეს. ამის შესახებ დე ფაქტო უწყებაზე დაყრდნობით სააგენტო "რესი" იუწყება. ამავე ინფორმაციის თანახმად, 44 წლის ინდმეწარმესთან მიმართებაში ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.