გარკვეულ შემთხვევებში აქციის მონაწილეების ქმედებებიც გაცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 16 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა. ის ასევე დავით კირკიტაძის დაკავებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაა. მისი თქმით გამოძიება ცალმხრივი არ უნდა იყოს. ასევე იგი აღნიშნავს,რომ ომბუცმენის აპარატი მთელი დღის განმავლობაში სწავლობდა საქმის არსებულ მასალებს და ყველაფერს გააკეთებს, რომ არ დაირღვეს არცერთი მხარის უფლებები.