იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ან უნდა წარმოადგინოს დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტი ან ბოდიში უნდა მოიხადოს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც თეა წულუკიანმა სტრასბურგში მოსამართლეების სიის ჩავარდნაში სხვებთან ერთად უჩა ნანუაშვილი დაადანაშაულა.