ომის 87-ე დღეს რუსეთი აცხადებს, რომ "აზოვსტალის" ქარხანა სრულიად გათავისუფლდა. რამდენიმე კვირიანი ალყისა და ჰუმანიტარული კრიზისის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ "აზოვის" პოლკის დამცველთა ბოლო, 531 - კაციანი ჯგუფი, დანებდა. ,,აზოვსტალის“ ერთ-ერთი მებრძოლის ცოლის განცხადებით მისი ქმარი ახლა ერთი ჯოჯოხეთიდან , მეორე ჯოჯოხეთში გადაჰყავთ. რა ხდება ზოგადად უკრაინაში და აზოვსტალის მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე,ჩვენი ჟურნალისტი ქრისტი შამათავა მოგვიყვება უფრო დეტალურად.