უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე, 35 870 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბის განცხადებით, უკრაინელმა დამცველებმა ასევე გაანადგურეს მტრის 1582 ტანკი, 3737 ჯავშანმანქანა, 800 საარტილერიო სისტემა, 246 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 105 საზენიტო საბრძოლო სისტემა, 217 საბრძოლო თვითმფრინავი, 186 ვერტმფრენი, 653 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი.