ონის მერიაში სტიქიის სალიკვიდაციო გეგმებთან დაკავშირებით შტაბის სხდომა გაიმართა. სხდომას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დაესწრო. სხდომაზე ის სამუშაოები რაც სტიქიის სალიკვიდაციოდ უნდა გატარდეს.
ამასთან, დილით, მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა უწერაში, ლაგვანთის ხიდთან და ნაკიეთში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. შეგახსენებთ, რაჭაში, მდინარე რიონის ადიდების გამო მნიშვნელოვნად დაზარალდა 12 სოფელი.
სტიქიის შედეგად დაზიანდა გზები, ხიდები, სახნავ-სათესი მიწები და სახლები. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკა, პრობლემური ზონებიდან მოქალაქეები ვერტმფრენების საშუალებით გამოჰყავდათ.