გარკვეული რაოდენობის ონლაინ სესხების გამცემი ინსტიტუტები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად გადაკეთდა, დანარჩენი კი ამ სტატუსის გარეშე აგრძელებს მუშაობას, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.როგორც კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ონალაინ სესხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში უკვე შევიდა. მისივე თქმით, აღნიშნულის შემდეგ ეროვნულ ბანკს დაევალა გამოეცა შიდა ნორმატიული აქტები, რომლის მიხედვითაც იმ დეტალების განმარტება მოხდა, რაც ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრასა და ჯარიმებს ეხება.