ონლაინ შრომით ბაზარზე დასაქმებულთა შორის აზიელები, ძირითადად ინდოელები და ბანგლადეშელები ლიდერობენ. კერძოდ, ამ სფეროში დასქმებულთა 24% - ინდოეთის, ხოლო 16% - ბანგლადეშის მოქალაქეები არიან. ამ ინფორმაციას მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ციფრული ტექნოლოგიების განვითარების შედეგად ონლაინ დასაქმება გლობალური გახდა, რაც ადამიანიებს დასაქმების საშუალებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით აძლევს.
რეიტინგის მიხედვით ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება: ინდოეთი, ბანგლადეში, შეერთებული შტატები, პაკისტანი, ფილიპინები, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, კანადა, რუმინეთი და ეგვიპტე.