01:25
24 ოქტომბერი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
ხშირად შეახსენეთ ბავშვებს, რომ ეს სიტუაცია დროებითია - ონლაინ სწავლება და მთავარი პრობლემა
22-09-2020

მაშინ, როცა მსოფლიოში პანდემიაა და უხილავ ვირუსს ვებრძვით, პანიკის და ნერვიულობის განცდა ნორმალურია. ასეთ დროს შეიძლება გეგონოს, რომ რა ცხოვრებაც აქამდე გქონდა, ვერასოდეს დაიბრუნდება. ეს ფიქრები და გრძნობები ჩვენზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, განსაკუთრებით ბავშვზე.

მშობლებს აშფოთებთ სწავლების ახალი მეთოდები, რომელიც მთავრობამ საჭიროდ ჩათვალა სოციალური დისტანცირებისთვის. ახალ რუტინაზე გადასვლა საკმაოდ რთულია. იმისთვის, რომ ბავშვებს პროდუქტიულობა შევუნარჩუნოთ, მნიშვნელოვანია მათ და საკუთარ თავსაც დღის განრიგი შეუქმნათ.

ხშირად შეახსენეთ ბავშვებს, რომ ეს სიტუაცია დროებითია. მოარიდეთ ისინი ზედმეტ ნეგატიურ ინფორმაციას, რადგან ეს მათ კიდევ უფრო აანერვიულებთ. ვნახოთ, რას გვირჩევენ სპეციალისტები.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები