ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC), ბაზარზე ნავთობის დღიურ მიწოდებას მილიონ 500 ათასი ბარელით შეკვეცავს. ასე დაბალანსდება ბაზარზე ნედლეულის სიჭარბე, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიის გამოა შექმნილი. მაგრამ ამასთან დაკავშირებით, რუსეთის პოზიცია ჯერ-ჯერობით გაურკვეველია.ორგანიზაციის წევრი და პარტნიორი ქვეყნების მინისტრებმა საგანგებო კონფერენცია ვენაში გამართეს. მაგრამ კონფერენციას რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი არ დაესწრო. მან ქალაქი ისე დატოვა, რომ ორგანიზაციის შეთანხმებაზე თანხმობა არ განუცხადებია.მიწოდების შეკვეცა საუდის არაბეთის მიერ არის ინცირებული, რომელიც ცდილობს, რომ ნავთობის ფასის ვარდნას შეუშალოს ხელი. მაგრამ რუსეთს არ სურს შეკვეცა და მიმდინარე რეჟიმში მუშაობის გაგრძელებას აპირებს. კონფერენციის დელეგატთა ნაწილი, რომლებიც ვინაობის გამხელისგან თავს იკავებენ, ამბობს, რომ რუსეთი ორგანიზაციის გადაწყვეტილებას შეუერთდება.ცნობისთვის, წლის დასაწყისიდან, ნავთობი 20 პროცენტზე მეტით არის გაიაფებული. ამის ძირითადი მიზეზი კორონავირუსია, რამაც ნავთობზე მოთხოვნის კლება გამოიწვია. ეს კი ბაზარზე ენერგომატარებლის სიჭარბეს და გაიაფებას იწვევს. შედეგად, ნავთობის ფასი, გლობალური კრიზისის შემდეგ, ყველაზე მკვეთრად ბოლო კვირის განმავლობაში დაეცა.