OPEC+-ის შეხვედრის წინა დღეს ნავთობის ფასი გაიზარდა. სამშაბათს Brent-ის ტიპის საწვავზე ფასმა 1.7% -ით მოიმატა და ბარელზე 33 დოლარი და 60 ცენტი შეადგინა. გაიზარდა ფასი ამერიკული WTI-ის ტიპის საწვავზე. კერძოდ, ზრდამ 3,3% შეადგინა და ბარელის ფასი 26 დოლარი და 90 ცენტი გახდა.
ფასები იზრდება გარიგების მოლოდინში, რომ წარმოება შემცირდება. ნავთობის უმსხვილესი მწარმოებლები, მათ შორის საუდის არაბეთი და რუსეთი, სავარაუდოდ, შეთანხმდებიან შეამცირონ პროდუქციის წარმოება OPEC+-ის შეხვედრაზე, რომელიც ხუთშაბათს 9 აპრილს გაიმართება. თუმცა Reuters-ის ცნობით, ეს შტატების ხელშეკრულებაში შესვლაზე იქნება დამოკიდებული.