10:18
5 ივნისი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
OPEC - ნავთობის ფასი 2020 წლის მეორე ნახევარში 40 დოლარამდე გაიზრდება
28-04-2020

OPEC-ის პროგნოზით, ნავთობის ფასი 2020 წლის მეორე ნახევარში 40 დოლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ ალჟირის ენერგეტიკის მინისტრმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ”ბაზრებზე პოზიტიური სიგნალი“ უკვე შეინიშნება.

პროგნოზის თანახმად, მაის-ივნისში, OPEC+ - შეთანხმებების შესრულების შედეგად, მსოფლიო ფასები საშუალოდ ბარელზე 35 დოლარამდე გაიზრდება. ამასთან, OPEC +– ის გადაწყვეტილებების გარდა, ფასების ზრდას ხელს შეუწყობს იმ აკრძალვების მოხსნა, რომელიც ქვეყნებმა კორონავირუსის ეპიდემიის გამო დააწესეს.

შეგახსენებთ, რომ OPEC + - ის ქვეყნები აპრილის შუა რიცხვებში შეთანხმდნენ, რომ პირველი მაისიდან ნავთობის შემცირებას დაიწყებდნენ. ამ შეთანხმების თანახმად, მაის-ივნისში, ნავთობის წარმოება დღიურად 9 მილიონ 700 ათასი ბარელით შემცირდება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები